20 დეკემბერი, 2019
"უფროსი ძმა მამას ურტყამდა, მაშინ ვიფიქრე, რომ ან ძმას მოვკლავდი ან მე-9 სართულიდან გადავხტებოდი" - მიშა ანდღულაძე მძიმე წარსულზე
"მწვა­ნე სკო­ლის" ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის თე­მამ შეძრა საზოგადოება. ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღი­ა­რეს, რომ თა­ვა­დაც უც­დი­ათ თვით­მკვლე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა ასაკ­ში, ძი­რი­თა­დად მო­ზარ­დო­ბი­სას.

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი, მიშა ან­დღუ­ლა­ძე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ მხი­ა­რუ­ლი რო­ლე­ბით იც­ნობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მეს სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"როცა მო­ზარ­დი ვი­ყა­ვი და ჩემი უფ­რო­სი ძმა მა­მა­ჩემს ურტყამ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის მსხვრეპ­ლი იყო და ეს უკვე ლა­მის ტრა­დი­ცია იყო "ჩემს ოჯახ­ში".

მა­შინ ვი­ფიქ­რე რომ ან ჩემ ძმას მოვ­კლავ­დი ან მე-9 სარ­თუ­ლი­დან გა­დავ­ხტე­ბო­დი
(მა­შინ მე-9 სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დი გლ­დან­ში ) და ასე დავ­სჯი­დი ჩემ ძმას და მშობ­ლებს. მა­შინ ეს არ გა­ვა­კე­თე და გა­დავ­რჩი.

მას შემ­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა...

როცა სკო­ლა­ში ვი­ჩხუ­ბე კლა­სელ­თან, საქ­მე პო­ლი­ცი­ა­ში გაგ­რძელ­და. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ჩემ კლა­სელს და­ე­მუქ­რა და უთხრა, რომ თუ არ იტყო­და, ვინ იყო კი­დევ მას­თან ერ­თად, ჩხუ­ბის დროს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბო­და მას.

მას შემ­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა...

არც ახლა იც­ვლე­ბა არა­ფე­რი როცა მთავ­რო­ბა უკვე მე­რამ­დე­ნედ იტყუ­ე­ბა და საქ­მის ჩა­ფარ­ცხვას ცდი­ლობს.

არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა სა­ნამ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ავი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას!“ - წერს მსა­ხი­ო­ბი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS