19 დეკემბერი, 2019
,,განსაცდელი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს, მალე მოვერევი ამ ყველაფერს" - ხათუნა ჟორდანია
მომღერალი ხათუნა ჟორდანია ტელეეთერში პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.


მომღერალი ამბობს, რომ მეგობრების, ოჯახის წევრების თანადგომით და ღმერთის დახმარებით მძიმე სენს აუცილებლად დაამარცხებს... მომღერალი მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებს ბრძოლისკენ მოუწოდებს, რადგან ეს განაჩენი ნამდვილად არ არის.

"ჩემი განსაცდელით ღმერთთან ვარ ახლოს. ალბათ ეს განსაცდელი უნდა მოსულიყო. ამის აღმოჩენა არც მჭირდებოდა მივმხვდარიყავი, რომ მყავს ყველაზე მაგარი მეგობრები. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, არ ვიცი, რა მეშველებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს და მათი
დახმარებით ყველაფერს გადავლახავ”, - ამბობს ხათუნა ჟორდანია გადაცემაში "პრაიმ შოუ“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS