18 დეკემბერი, 2019
მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმა, რეზი ნაცარაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას ამის თაობაზე ნაცარაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აქვეყნებს.

"დღეს მე პასუხი გავეცი თამთა თოდაძის მსგავსად, ანალოგიურ თაღლით - პროვოკატორს, ცილისმწამებელ - დავით ნემსაძეს. დღეს აღდგა სამართლიანობა და დადგა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ - რევაზ ნაცარიშვილის მიმართ! სასამართლომ დაადგინა, რომ იგი Rezi Natsara სრულიად უდანაშაულოა!

ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა - დავით ნემსაძემ, ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად, წინასწარ შემუშავებული გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, მოაწყო პროვოკაცია, თავს დაესხა მსახიობ -
გოგა ბარბაქაძის ოჯახს და იმდენს მიაღწია, რომ უდანაშაულო კაცი დააჭერინა.

უფრო ადრე მან შექმნა და გაავრცელა ვიდეო, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას მსახიობ გოგა ბარბაქაძის მეუღლე - მაია დობორჯგინიძის შესახებ. ვიდეო გააზიარა არაერთ ფბ გვერდზე, სადაც ათასობით ადამიანი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ქალბატონს.

ოჯახის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დავით ნემსაძე პირდაპირ თავს დაესხა შემთხვევით სპორტულ დარბაზში შეხვედრილ ძმებს. დადგა სცენარი, რომ მასზე იძალადეს. ადგილზე გამოიძახა პოლიცია, მოახსენა, რომ თითქოს მას ორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავდაცვის სამინისტროს დავალებით და მოითხოვა მათი დაკავება. აი ამ მატყუარის ბოდვის გამო, ბრალი წაუყენეს და დააკავეს ჩემი კლიენტი, უწესიერესი ადამიანი, რადგან დაზარალებული იდგა პოლიციის წინ და აწყობდა აქციებს, პროვოკატორობდა, უწყვეტ რეჟიმში გადასცემდა და ამზეურებდა დაზიანებულ თვალს. მოკლედ, იკადრა უკადრებელი..

რა წუთს შეიტყო, რომ მე რეზის ადვოკატი ვიყავი, აგრესია გააგრძელა ჩემი მისამართით. დაავიწყდა მსახიობების ოჯახი და წერდა მხოლოდ ჩემზე, საუბრობდა მხოლოდ ჩემზე. მან არაერთხელ დამწამა ცილი, მომაყენა შეურაცხყოფა, განზრახ შელახა ჩემი რეპუტაცია, რათა მიეღო საპასუხი აგრესია, სავარაუდოდ ჩემი მეუღლისგან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას აღნიშნული მასალა სჭირდებოდა საფრანგეთში წარსადგენად, იმის დასტურად, თუ რა ცოდოა და როგორი მსხვერპლია, როგორ ჩაგრავენ საკუთარ ქვეყანაში. უფრო ადრე, მან მიზანში ამოიღო მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი ადამიანები, რათა თავშესაფრის მიღებისას დასაბუთება უფრო მარტივი და ადვილი ყოფილიყო.

მთელი ამ ხნის მანძილზე ბევრი ვითმინე, ბევრი ტალახი მშვიდად, უემოციოდ ჩამოვიწმინდე, რათა ეს დღე დამდგარიყო. რათა მე დამემტკიცებინა ჩემი კლიენტის სიმართლე.

მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელმაც ითმინა და აიტანა ენით გამოუთქმელი, უშვერი სიტყვებით ლანძღვა, საშინელი ცილისმწამებლური განცხადებები, სჯეროდა ჩემი და რეალურად, ეს დღეც დადგა. დიდი მადლობა ადვოკატ - თეონა გვაზავას, ის ხომ ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ის, ანალოგიურად ამ საქმეზე პირველივე წუთიდან დაუზარებლად, უანგაროდ მუშაობდა. შუაღამისას დაკავებულ კლიენტთან გამომყვა და ჩვენ შევძელით სიმართლის დამტკიცება.

ახლა წერე და იკითხე მაიმუნო, არაადამიანო. ჩემი პასუხიც ესაა! დაიწყე ახლა გავლენები აქვთო, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინესო. რა ბედნიერი ვარ ერთი შენისთანა არაკაცი რომ ვამხილე. აი ასე!" - წერს კუბლაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS