18 დეკემბერი, 2019
"როგორი იმედი მქონდა, რომ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით წლების წინ"
15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი თიკა ჯამბურია.

"როგორი იმედი მქონდა, რომ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით წლების წინ ..... როგორი იმედ გაცრუებააა !!! როგორ მეშინია ჩემი შვილის მომავლის,  როგორ მინდოდა, რომ ჩემს ქვეყანაში მეცხოვრა და აქედან არ გავქცეულიყავი ...... როგორი დიდი ტრაგედიაა !!!

ჩვენ თვითინ ვქმნით იმ გარემოს სადაც ბავშვები თავს ზედმეტად გრძნობენ. უფროს თაობას არ მოსწონს, უყვარს ახალგაზრდები,  არ მოსწონთ სიახლეები, ვერ უგებენ ახალგაზრდებს. ბავშვებს კი ბუნებრივი პროტესტი აქვთ შინაგანი იმ ყველაფრის
მიმართ რაც მათ გარშემო ხდება, სულ ნეგატივი სულ ჩხუბი სულ დაპირისპირების მომსწრეები არიან დაბადებიდან, და ეს ჩვენივე შექმნილი ბნელი და შავი ნეგატიური ფონი მოქმედებს მათ ფსიქიკაზე და ჩამოყალიბებაზე ! ჩვენი ბრალია თითოეული ჩვენგანის ის რაც ეხლა ხდება ! ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ უპირველეს ყოვლისა, უნდა დამთავრდეს ეს შიდა მტრობა ხალხში და უნდა დამთავრდეს ეს ვირუსული გადამდები ნეგატივი ერთმანეთში ! მერამდენე თაობა უნდა განადგურდეს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ..." - წერს ჯამბურია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS