17 დეკემბერი, 2019
"ისევ ტელეეკრანთან მომიწევს ჩემი შვილისათვის გულშემატკივრობა" - ნატო გელაშვილი შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის
"არ ვიცი ახლა რა ემოცია მმართავს, როცა ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს ვარ და ძალიან ახლოს“, - მომღერალი ნატო გელაშვილი საკუთარ შვილს უცხოეთიდან გულშემატკივრობს.

"ადამინის ცხოვრება უსასრულო მოულოდნელობებითა და სურპრიზებითაა თურმე სავსე. არ ვიცი ახლა რა ემოცია მმართავს, როცა ჩემი ქვეყნიდან შორს ვარ და თან ძალიან ახლოს. ემოცია რომელსაც ვერ ვაოკოცებ. დედას,რომელსაც შვილების სიხარულისა და ჭირვარამის გარეშე მათი მოვლინებიდან არასოდეს მიცხოვრია ისევ ტელეეკრანთან მომიწებს ჩემი შვილის გულშემატკივრობა.ლუკი ️ შენ ამ ქვეყნის შვილი ხარ, ქვეყნისა სადაც ადამიანებმა
ყოველგვარი ღირსებების, ნიჭის და ავისა და კარგის და კიდევ ვინ მოთვლის თითქმის ყველაფრის ფასი იციან. ბუნებაში კი არაფერი იკარგება. გაეცი და მოგეცემისო უთქვამთ. წარმატებები ჩემო ბიჭო", - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის მომღერალი ამჟამად იტალიაში იმყოფება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS