16 დეკემბერი, 2019
"შენ ვისი გოგო ხარ?!" - თათია სულუაშვილის ოჯახს ემუქრებიან - მსახიობის პირველი კომენტარი
იუმორისტ თათია სულუაშვილს სოციალურ ქსელში ემუქრებიან, მუქარის შემცველი მესიჯი, რომელიც მის შვილებს და ოჯახის წევრებს ეხება, სულუაშვილმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"შენ ვისი გოგო ხარ აბა? ჯადო და უბედურება მიეცა შენს შვილებს. მასხარა! ამ სურათზე უნდა გაგიკეთო ჯადო, ნაბოზარო", - წერენ თათიას პირად შეტყობინებაში.

Rating

მუქარის შემცველი მესიჯის ავტორის გაღიზიანება "ახალი შაბათის შოუში" გასული სკეტჩის "გორელი ნატო საყვარელთან" გამოიწვია.

"რეიტინგი" თათია სულუაშვილს დაუკავშირდა: "ეტყობა ბევრმა საკუთარი თავი ამოიცნო ამ პერსონაჟში და გაღიზიანდნენ. ე.ი. შედგა ჩემი
პერსონაჟი, მაყურებელმა მოითხოვა ეს და აუცილებლად გაგრძელდება ეს ისტორია. უბრალოდ ეს წერილი იმიტომ გამოვაქვეყნე, მუქარას შეიცავდა, ჩემი ოჯახის წევრებს და შვილებს ეხებოდა", - განაცხადა თათიამ. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS