13 დეკემბერი, 2019
ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ
მე­გაპ­რო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" დღეს ოთხ ლა­მაზ, ჭკვი­ან და ძლი­ერ ქალს მიჰ­ყავს. ასე­თი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით პირ­ვე­ლია.

დიახ, დღეს ქა­ლებს არა­ერ­თი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე მიჰ­ყავთ არა მარ­ტო შო­უ­ში და ტოლს არ უდე­ბენ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს... თუ ისევ შოუს და­ვუბ­რუნ­დე­ბით - სცე­ნა­ზე მთა­ვა­რი წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლია. მას წელს პირ­ვე­ლად უწევს პარტნი­ო­რის გა­რე­შე პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა. სხვა­დას­ხვა ოთა­ხიდან კი, ეტა­პობ­რი­ვად ერ­თვე­ბი­ან: ნი­ნუ­ცა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი-ორ­ჯო­ნი­კი­ძე, ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი და მა­რი­კო ლეჟა­ვა.



ყვე­ლა წამ­ყვანს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს - ერთი სცე­ნა­ზე
კონ­კურ­სანტს აცი­ლებს, მე­ო­რე - პრო­ექ­ტში მი­სულ მუ­სი­კო­სებს მას­პინ­ძლობს, მე­სა­მე - კონ­კურ­სან­ტე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს...

AMBEBI.GE ოთხი­ვე მათ­განს შეხ­ვდა, პარტნი­ო­რო­ბა­ზე და არა მარ­ტო ამა­ზე, ესა­უბ­რა:

ნი­ნუ­ცა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი-ორ­ჯო­ნი­კი­ძე:


"ძა­ლი­ან მა­გა­რი შოუა. დიდი მად­ლო­ბა პრო­დი­უ­სე­რებს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ამ გუნ­დის ნა­წი­ლი, მარ­თლა სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც მარ­ტო გო­გო­ნე­ბი ვართ წამ­ყვა­ნე­ბი.



რუს­კა მარ­ტო დგას სცე­ნა­ზე და ამ­ხე­ლა შოუ მიჰ­ყავს, ამას რამ­ხე­ლა ენერ­გია უნდა და ნამ­დვი­ლად, სას­წა­უ­ლი გო­გოა! იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა ლე­ლა­ზე, მა­რი­კო­ზე - ყვე­ლა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, გო­ნი­ე­რი, ნი­ჭი­ე­რია, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია და ეს ჩემ­თვის სა­ო­ცარ გა­რე­მოს ქმნის.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც გენ­დერულ თა­ნას­წო­რე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ... ძა­ლი­ან მა­გა­რია, რო­დე­საც პა­ტა­რა გო­გო­ნას შე­უძ­ლია, შინ ჩარ­თოს ტე­ლე­ვი­ზო­რი, უყუ­როს შოუს და ნა­ხოს, რომ ის მხო­ლოდ გო­გო­ებს მიჰ­ყავთ, ისი­ნი მაგ­რე­ბი, ყო­ჩა­ღე­ბი და ძლი­ე­რე­ბი არი­ან. სხვა­თა შო­რის, შო­უ­ში პრო­დი­უ­სე­რე­ბიც გო­გო­ე­ბი არა­ინ...

პრო­ექ­ტი კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ ქა­ლე­ბი ლა­მა­ზე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი და ძლი­ე­რე­ბი ვართ! მი­უ­ხე­და­ვად დიდი სტრე­სი­სა, დაღ­ლი­სა, იმ წუ­თის გან­წყო­ბი­სა, შენ მა­ყუ­რე­ბელ­ზე უნდა იზ­რუ­ნო, მან შოუს უნდა უყუ­როს, წამ­ყვან­მა კი ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს!

ვერც ერთ კო­ლე­გას ვერ გა­მოვ­ყოფ, ისე­ვე რო­გორც კონ­კურ­სან­ტებს. ყვე­ლა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლას აერ­თი­ა­ნებს ის, რომ ძლი­ე­რი გო­გო­ე­ბი არი­ან. ქალ­ში სიძ­ლი­ე­რე მომ­წონს და მათ­ში ამას ვხე­დავ. ფრა­ზა, "ქა­ლის ად­გი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­შია" - ეს სტე­რე­ო­ტი­პი ყველ­გან იმ­სხვრე­ვა, ქა­ლის ად­გი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კი არა, შე­იძ­ლე­ბა "ტე­ლე­ვი­ზორ­შიც" იყოს!“

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

"კარ­გია, რომ ასე­თი გო­გო­ე­ბი უძღვე­ბი­ან შოუს. ოთხი სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თი და ფე­რია მათი სა­ხით პრო­ექ­ტში. ყვე­ლას ფან­ტას­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან.




ლელა ჩემი კო­ლე­გაა, მსა­ხი­ო­ბია, ნი­ნუ­ცას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, მა­რი­კო ახლო მე­გო­ბა­რია, ყო­ველ­თვის მი­ხა­რო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით, სამ­სა­ხურ­შიც მას­თან ვურ­თი­ერ­თობ. ამის გამო და კი­დევ იმის გამო, რომ ამ შო­უ­ზე სა­ოც­რად მა­გა­რი გუნ­დი მუ­შა­ობს, სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა მი­ხა­რია. გა­და­სა­რე­ვი სი­ტუ­ა­ცი­აა, ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს წამ­ყვა­ნებს, კონ­კურ­სან­ტებს, პრო­დი­უ­სე­რებს.

შოუს მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი, თეკ­ლა გო­გო­ლაშ­ვი­ლი ჩემი პრო­დი­უ­სე­რი­ცაა, გარ­და იმი­სა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რია, ასე­ვე უდი­დე­სი კომ­ფორ­ტია მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მოკ­ლედ, შოუს ქა­ლე­ბი მარ­თა­ვენ და მშვე­ნივ­რად ვუმკლავ­დე­ბით.

მა­რი­კო ლეჟა­ვა:

"ჩემ­თვის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უდი­დე­სი პა­ტი­ვია იმი­ტომ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ იყო პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, სა­დაც წლე­ბის წინ გა­მოვ­ჩნდი. მას „მშობ­ლი­ურ პრო­ექტს“ ვუ­წო­დებ.




შოუ 4 ქალს მიგ­ვყავს, სა­ოც­რად კარ­გი შეგ­რძნე­ბა და ემო­ცი­აა ჩემ­თვის. ყო­ველ ლა­ივ­ზე ვამ­ტკი­ცებთ, რომ ქა­ლე­ბი ვართ წამ­ყვა­ნი ძალა, ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე და ქა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ზღვა­რი არ აქვს.

ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი, უნი­ჭი­ე­რე­სი მე­გობ­რით, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლით და­ვი­წყებ, რო­მე­ლიც და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბავს სჩა­დის, მარ­ტო დგას ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე - პირ­და­პირ ეთერ­ში ლა­ივ­კონ­ცერ­ტი მიჰ­ყავს. მერე წაყ­ვა­ნაც არის და წაყ­ვა­ნაც, ისე მიჰ­ყავს, რომ მარ­თლა ვერ გრძნობ, რომ ვინ­მე ოდეს­მე თა­ნა­წამ­ყვა­ნის სა­ხით გვერ­დით ედგა. სულ მქონ­და გან­ცდა, რომ სცე­ნა­ზე, ამ ამ­პლუ­ა­ში მარ­ტო უნდა მდგა­რი­ყო.

ლე­ლა­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, მხი­ა­რუ­ლი ოთა­ხი აქვს, რად­გა­ნაც მისი სტუმ­რე­ბი მუდ­მი­ვად მხი­ა­რუ­ლო­ბენ და ლე­ლაც სულ იცი­ნის, მო­ღი­მა­რი გო­გო­ნაა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს...

ნი­ნუ­ცა სა­ოც­რად და­დე­ბი­თი გო­გოა, ასე­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს მისი წაყ­ვა­ნის სტი­ლი, რო­გორ მე­გობ­რუ­ლად არის კონ­კურ­სან­ტებ­თან, ამ­ხნე­ვებს მათ. გაგრძელება


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS