დიახ, დღეს ქალებს არაერთი საპასუხისმგებლო საქმე მიჰყავთ არა მარტო შოუში და ტოლს არ უდებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს... თუ ისევ შოუს დავუბრუნდებით - სცენაზე მთავარი წამყვანი, მსახიობი რუსკა მაყაშვილია. მას წელს პირველად უწევს პარტნიორის გარეშე პირდაპირ ეთერში მუშაობა. სხვადასხვა ოთახიდან კი, ეტაპობრივად ერთვებიან: ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე, ლელა მებურიშვილი და მარიკო ლეჟავა.
ყველა წამყვანს თავისი ფუნქცია აქვს - ერთი სცენაზე
AMBEBI.GE ოთხივე მათგანს შეხვდა, პარტნიორობაზე და არა მარტო ამაზე, ესაუბრა:
ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე:
"ძალიან მაგარი შოუა. დიდი მადლობა პროდიუსერებს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, ვყოფილიყავი ამ გუნდის ნაწილი, მართლა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მარტო გოგონები ვართ წამყვანები.
რუსკა მარტო დგას სცენაზე და ამხელა შოუ მიჰყავს, ამას რამხელა ენერგია უნდა და ნამდვილად, სასწაული გოგოა! იგივე შემიძლია ვთქვა ლელაზე, მარიკოზე - ყველა ძალიან ძლიერი, გონიერი, ნიჭიერია, კეთილგანწყობილი, პოზიტიური ადამიანია და ეს ჩემთვის საოცარ გარემოს ქმნის.
ეს ყველაფერი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გენდერულ თანასწორებაზე ვლაპარაკობთ... ძალიან მაგარია, როდესაც პატარა გოგონას შეუძლია, შინ ჩართოს ტელევიზორი, უყუროს შოუს და ნახოს, რომ ის მხოლოდ გოგოებს მიჰყავთ, ისინი მაგრები, ყოჩაღები და ძლიერები არიან. სხვათა შორის, შოუში პროდიუსერებიც გოგოები არაინ...
პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალები ლამაზები, ჭკვიანები და ძლიერები ვართ! მიუხედავად დიდი სტრესისა, დაღლისა, იმ წუთის განწყობისა, შენ მაყურებელზე უნდა იზრუნო, მან შოუს უნდა უყუროს, წამყვანმა კი ამისთვის ყველაფერი გააკეთოს!
ვერც ერთ კოლეგას ვერ გამოვყოფ, ისევე როგორც კონკურსანტებს. ყველანი განსხვავებულები არიან. ყველას აერთიანებს ის, რომ ძლიერი გოგოები არიან. ქალში სიძლიერე მომწონს და მათში ამას ვხედავ. ფრაზა, "ქალის ადგილი სამზარეულოშია" - ეს სტერეოტიპი ყველგან იმსხვრევა, ქალის ადგილი სამზარეულოში კი არა, შეიძლება "ტელევიზორშიც" იყოს!“
რუსკა მაყაშვილი:
"კარგია, რომ ასეთი გოგოები უძღვებიან შოუს. ოთხი სხვადასხვა ხასიათი და ფერია მათი სახით პროექტში. ყველას ფანტასტიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.
ლელა ჩემი კოლეგაა, მსახიობია, ნინუცას ბავშვობიდან ვიცნობ, მარიკო ახლო მეგობარია, ყოველთვის მიხაროდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, სამსახურშიც მასთან ვურთიერთობ. ამის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ამ შოუზე საოცრად მაგარი გუნდი მუშაობს, სამსახურში მისვლა მიხარია. გადასარევი სიტუაციაა, ასეთივე ურთიერთობა გვაქვს წამყვანებს, კონკურსანტებს, პროდიუსერებს.
შოუს მთავარი პროდიუსერი, თეკლა გოგოლაშვილი ჩემი პროდიუსერიცაა, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ასევე უდიდესი კომფორტია მასთან თანამშრომლობა. მოკლედ, შოუს ქალები მართავენ და მშვენივრად ვუმკლავდებით.
მარიკო ლეჟავა:
"ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა უდიდესი პატივია იმიტომ, რომ „საქართველოს ვარსკვლავი“ იყო პირველი პროექტი, სადაც წლების წინ გამოვჩნდი. მას „მშობლიურ პროექტს“ ვუწოდებ.
შოუ 4 ქალს მიგვყავს, საოცრად კარგი შეგრძნება და ემოციაა ჩემთვის. ყოველ ლაივზე ვამტკიცებთ, რომ ქალები ვართ წამყვანი ძალა, ყველაფრის სათავე და ქალების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
ჩემი უსაყვარლესი, უნიჭიერესი მეგობრით, რუსკა მაყაშვილით დავიწყებ, რომელიც დაუჯერებელ ამბავს სჩადის, მარტო დგას ფილარმონიის სცენაზე - პირდაპირ ეთერში ლაივკონცერტი მიჰყავს. მერე წაყვანაც არის და წაყვანაც, ისე მიჰყავს, რომ მართლა ვერ გრძნობ, რომ ვინმე ოდესმე თანაწამყვანის სახით გვერდით ედგა. სულ მქონდა განცდა, რომ სცენაზე, ამ ამპლუაში მარტო უნდა მდგარიყო.
ლელაზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანია, მხიარული ოთახი აქვს, რადგანაც მისი სტუმრები მუდმივად მხიარულობენ და ლელაც სულ იცინის, მოღიმარი გოგონაა და ძალიან მიყვარს...
ნინუცა საოცრად დადებითი გოგოა, ასევე ძალიან მომწონს მისი წაყვანის სტილი, როგორ მეგობრულად არის კონკურსანტებთან, ამხნევებს მათ. გაგრძელება