ნინი გოგიჩაიშვილის კიდევ ერთი წარმატება "მის მსოფლიოზე"
ქართველი მოდელი, ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ში მონაწილეობს. ის ჯერ 120 კონკურსანტიდან ტოპ 20-ეულში მოხვდა, შემდეგ კი ფინალურ ტოპ 10-ეულშიც დაიკავა ადგილი.
თუ ნინი გოგიჩაიშვილი ტოპ 5-ეულში მოხვდება, ის ინტერვიუს ინგლისელ ჟურნალისტთან, პიერს მორგანთან ჩაწერს, რადგან სწორედ ეს წამყვანი გაესაუბრება ფინალში გადასულ ხუთ გოგონას.
გრანდიოზული კონკურსის ფინალი 14 დეკემბერს გაიმართება.