06 დეკემბერი, 2019
ბერძნულ შოუ-ბიზნესს კიდევ ერთი ქართველი იპყრობს
George Guren - სწორედ ამ ფსევდონიმით გახლავთ ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც საბერძნეთში საქმიანობს.
მან ახლახანს გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი "I'm defenseless", რომლის ფარგლებში ითანამშრომლა JDI Production-თან, სიმღერის ავტორი კი ცნობილი კომპოზიტორი ნიკოს ანტონიადისი გახლავთ.

ვიდეორგოლმა გამოსვლის დღიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც საბერძნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სულ მალე ვიხილავთ და მოვუსმენთ კიდევ ორ ახალ სიმღერას, რომელიც ამჯერად ბერძნულ ენაზე იქნება. მომღერალი ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება უახლოეს მომავალში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS