06 დეკემბერი, 2019
ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის
ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. მას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ მისი მეუღლე “რეიტინგს” ესაუბრა. როგორც ზურა ხაჩიძე ამბობს, ხათუნა ჟორდანია მკურნალობის კურსს ისრაელში გადის. მომღერალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და მოუწოდებს, რომ ვინც ხათუნას ამბავს შეიტყობს, პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს მას.

“მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა წაიკითხავს ამ ინტერვიუს, პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს ხათუნას. ადრეც ვთხოვე ეს საზოგადოებას. როცა მე და ხათუნა შეყვარებულები ვიყავით, ამას დიდი სკანდალი მოჰყვა და ვთქვი, ვინც გაიგებს ჩვენი
დაქორწინების ამბავს, პირჯვარი გადაიწეროს და თქვას, ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს-თქო და ახლაც იგივეს ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ ხათუნას.”, - ამბობს მომღერალი.

ზურა ხაჩიძის თქმით, დაავადების არსებობის შესახებ შემთხვევით გაიგეს. ხათუნა ჟორდანიას ახველებდა და მისმა ქალიშვილმა ნინიმ ის ექიმთან წაიყვანა.

“ხა­თუ­ნას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ. ის ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად გვერ­დით მიდ­გას. მას უნდა ბევ­რი რა­ღაც გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ბი­უ­ჯეტს სხვა­დას­ხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს და ვერ ვა­ხერხებ. ორ­ჯერ გა­ი­კე­თა ქი­მი­ო­თე­რა­პია და მად­ლო­ბა ღმერ­თს, გა­უმ­ჯო­ბეს­და მდგო­მა­რე­ო­ბა. მე­სა­მე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ გა­ვი­გებთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მისი და­ა­ვა­დე­ბა. იმე­დი მაქვს, და­ვა­მარ­ცხებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ”, - ამბობს “რეიტინგთან” ზურა ხაჩიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS