29 ნოემბერი, 2019
ლალი ბადურაშვილი სიმსივნის დიაგნოზზე: „ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი დარდით არავინ დატვირთო...“
ლალი ბადურაშვილმა გია ჯაჯანიძესთან საკუთარი დიაგნოზის, სიმსივნის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ ადამიანმა დარტყმებს უნდა გაუძლოს:

„როცა გეუბნებიან, სიმსივნის მეორე სტადიააო, როგორ შეიძლება, გაგიხარდეს?!. მაგრამ არ მქონდა იმის განცდა, რომ ვაიმე, დავიქეცი. მე ახლა გადასხმაზე დავდივარ ყოველთვე და იქ არიან ახალგაზრდა გოგონები, 20-25 წლის, გული გაგისკდება. 81 წლის ქალს ან ეს დაგემართება, ან ის… რამდენიმემ თქვა, ისეთი განცდა მქონდა, რომ თავის მოკვლა მინდოდაო. ყველა ღმერთმა დალოცოს, მაგრამ ცხოვრება რთულია, როდის სად დაგ
არტყამს, არ იცი, ამიტომ ძლიერი უნდა იყო. ბედისწერას ვერსაც წაუხვალ, დარტყმაა? უნდა გაუძლო და არა დაღალო შენი ტვირთით, განცდებით სხვა ადამიანები…“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS