„როცა გეუბნებიან, სიმსივნის მეორე სტადიააო, როგორ შეიძლება, გაგიხარდეს?!. მაგრამ არ მქონდა იმის განცდა, რომ ვაიმე, დავიქეცი. მე ახლა გადასხმაზე დავდივარ ყოველთვე და იქ არიან ახალგაზრდა გოგონები, 20-25 წლის, გული გაგისკდება. 81 წლის ქალს ან ეს დაგემართება, ან ის… რამდენიმემ თქვა, ისეთი განცდა მქონდა, რომ თავის მოკვლა მინდოდაო. ყველა ღმერთმა დალოცოს, მაგრამ ცხოვრება რთულია, როდის სად დაგ