27 ნოემბერი, 2019
"ცალი ფეხი წამერთვა" - დალი ჩიტალაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
ცნობილ ქართველ ქალბატონს და მოდის ექსპერტს დალი ჩიტალაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ჩიტალაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

" თიაქარი აღმომაჩნდა ხერხემალზე, ფეხი წამერთვა და სასწრაფო ოპერაცია ჩამიტარდა. სულ ცოტა ხნის წინ გადმომიყვანეს პალატაში და ახლაც კი ნარკოზიდან გამოვდივარ", - განაცხადა მომხიბვლელმა მანდილოსანმა.

შეგახსენებთ, დალი ჩიტალაძე აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიუხედავად, საუკეთესო დიასახლისია და გემრიელ კერძებსაც ამზადებს.

სწორედ ამიტომ ის ახლა საკუთარ თავს "მასტერშეფში" ცდის და ცდილობს, ნომერ პირველი კულინარიული შოუს გამარჯვებულიც გახდეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS