მოსკოვში 25 ნოემბერს გაიმართა ნანი ბრეგვაძის საღამო, რომლის ორგანიზატორი „კლუბი 418“ იყო, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ღონისძიებას შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები დაესწრნენ, მათ შორის - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ცოლთან, ნადეჟდა ობოლენცევასთან ერთად, ტელეწამყვანი ეკატერინე მწითურიძე, დიზაინერი ვალენტინ იუდაშკინი, რუსული Hello!-ს მთავარი რედაქტორი სვეტლანა ბონდარჩუკი.