პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი "მთავარი არხის" ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას მოტეხილი აქვს მარჯვენა ხელი.
როგორც დაშავებული ჟურნალისტი ყვება, როდესაც სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს, ის წაიქცა და მარჯვენა ხელის მოტეხილობა მიიღო:
"სპეცრაზმი ჩიტაძის ქუჩაზე იყო მობილიზებული, გადაკეტილი ჰქონდათ გზა, არ გვიშვებდნენ, პოლიციამ უკან გამომაბრუნა... ამ ქაოსში დამიცდა ფეხი კიბეზე, მაგ დროს დავეცი და მივიღე ხელის ტრავმა. ანუ სპეცრაზმი მიდიოდა ერთი მიმ
ართულებით, პოლიციელმა მითხრა, რომ აქეთ არ წახვიდე, ხელით გამომაბრუნა და შემობრუნებისას დავეცი", - აღნიშნა დაბრუნდაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას.