22 ნოემბერი, 2019
რატომ მიემგზავრებიან მიუნხენში ქართველი მომღერლები
30 ნოემბერს მიუნხენში მცხოვრები ქართველები საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღონისძიების ორგანიზატორი გერმანიაში მცხოვრები ივენთ-მენეჯერი გვანცა შალამბერიძეა, რომელიც ემიგრანტებისთვის ქართველი მომღერლების კონცერტებს ხშირად ატარებს.

"თბილისობის" დღესასწაულზე მიუნხენში სალომე ბაკურაძე, ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე იმღერებენ.

მათი კონცერტის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა. მოეწყობა გამოფენა და სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ქართული მონასტრის ღვინო და კერძები.

ღონისძიება 5 საათზე დაიწყება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS