"თბილისობის" დღესასწაულზე მიუნხენში სალომე ბაკურაძე, ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე იმღერებენ.
მათი კონცერტის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა. მოეწყობა გამოფენა და სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ქართული მონასტრის ღვინო და კერძები.
ღონისძიება 5 საათზე დაიწყება.