21 ნოემბერი, 2019
"მაშინ ქვეყნის მეთაური ხალხთან მისვლას და მიტინგზე მისვლას არ არიდებდა თავს"
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

მან პირად გვერდზე 2003 წელს გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძის გადადგომას ითხოვდა.

"2003 წლის ნოემბრის ქრონიკა. გადადგომამდე 2 კვირით ადრე.

სცენარი დაახლოებით იგივე, პარლამენტის წინ ბევრი ნაცნობის სახეები, ბოკერია და უგულავა კმარის დროშით. სლოგანი და მოწოდებები იგივე. “გადადექი გადადექი”.

გარდა ერთი განსხვავებისა. მაშინ ქვეყნის მეთაური ხალხთან მისვლას და მიტინგზე მისვლას არ არიდებდა თავს" - წერს შევარდნაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS