12 ნოემბერი, 2019
"მადლობა ღმერთს ჩვენი პატრიარქისთვის ... რომ არა მისი დათმენის ძალა ... " - რას წერს თეა დარჩია
მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს.

"ისევ 90 წლები მახსენდება!!! როცა ჩვენი უწმინდესის განადგურებას ლამობდნენ აბსურდული ცილისწამებებით!!!მან შეუნდო და აპატია ყველას, როგორც ჯვარზე გაკრულმა და ნაწამებმა ქრისტემ!!! მადლობა მათ ამისთვის და დიდება!!! მახსენდება ისიც, რომ ისინი დაისაჯნენ ვისაც ამაში ხელი ერია!!!დარწმუნებით ვიცი, რომ ეხლა ჩვენი უტკბილესი და უმთავრესი ადამიანი საქართველოსთვის , ამ ხალხისთვის ლოცულობს და ევედრება ღმერთს , რომ შეუნდოს მათ , რადგან არ იციან , რას ჩადიან!!! მადლობა ღმერთს ჩვენი პატრიარქისთვის!! რომ
არა მისი სიყვარულისა და დათმენის ძალა , ჩვენ ერთმანეთს გადავჭამდით", - წერს დარჩია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS