მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეთერს უბრუნდება. ის ახალ გადაცემას "რუსთავი 2"-ზე იწყებს.
სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა მსახიობის გადაცემის პრომო, სადაც ის მალენას სტილშია გადაღებული. თბილისის ქუჩებში მოდის და ყველა მას უყურებს.
პროექტის პროდუსერის, ნიკა ხაჩიძის თქმით, ასეთ ბეგაშვილს მაყურებელი პირველად იხილავს.
„დეტალები, რაც იქნება შოუში, ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ შორენა იქნება ისეთ ამპლუაში, რომელიც ჯერ მაყურებელს არ უნახავს“, - ამბობს ნიკა ხაჩიძე.