ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ''იქს ფაქტორის'' სცენაზე დიდი მსახიობი, ლეილა აბაშიძეც კი ვნახეთ. ის თავის შვილს, რამაზ დანელიას საგულშემატკივროდ მოვიდა. 61 წლის სოლიდურად ჩაცმული მამაკაცის გამოჩენამ სცენაზე ჟიური თავიდანვე კარგად განაწყო.
ჯაზმენმა ნერვიული მანერებით,
აპლოდისმენტებით დაინგრა დარბაზი, თუმცა ვერავინ გაერკვა რა ხდებოდა. დუმილი ქალბატონმა ლეილამ დაარღვია და საიდუმლოს ფარდა ახადა.
- ჩემმა შვილმა ეს პროექტი რომ ახსენა, ვიფიქრე, შვილიშვილზე ფიქრობდა, ისიც ძალიან მუსიკალური გვყავს, გვიან მივხვდი რომ თავად უნდოდა გამოსვლა. თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რატომაც არა, სცადოს. მასაც ისევე მოენატრა სცენა, როგორც მე, გვითხრა ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა.
თავიდან აქ მოსვლა არ მინდოდა, ვიფიქრე, ხალხი სხვანაირად გამიგებს, პროტეჟედ ჩამთვლიან-მეთქი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი. ეს აპლოდისმენტები, სიყვარული ძალიან მაკლდა. ახლა ეს ''პროჟექტორები'' რომ მანათებს, ჩემზე ბედნიერი არავინაა, აგრძელებდა მსახიობი.
დარბაზში მაყურებელი ცრემლს იწმენდდა, ნერვიულობდა თავად მონაწილეც.
''ახლა ვინც ჩათვლის, რომ ჩვენ ქალბატონი ლეილას ხათრით გადავიყვანეთ ბატონი რამაზი, ის უბრალოდ ბოროტი იქნება'' - თქვა გიორგი გაბუნიამ და ჟიურიმ ერთხმად დაულოცა გზა ბატონ რამაზს შემდეგი ტურისთვის.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















