06 ნოემბერი, 2019
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანის ვაჟი ახალგაზრდა იურისტზე დაქორწინდა
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანის მინდია ლორთქიფანიძის ვაჟი დაქორწინდა. ყოფილი მორაგბისა და ახლა უკვე ბიზნესმენის, ტატო ლორთქიფანიძის რჩეული ქეთი ადამიაა.

ყოფილ მორაგბესა და შსს-ს იურისტს რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. ქეთი ადამია სასტუმროებისა და რესტორნების ერთ-ერთი ქსელის მფლობელის ქალიშვილია.

Rating

წყვილმა ჯვარი სიონის ტაძარში დაიწერა, ხოლო შემდეგ რიტუალების სასახლეში გადაინაცვლა, სადაც სპეციალურად გაშლილ წითელ ხალიჩაზე "მრავალჟამიერის" ფონზე გაიარა. საქორწინო ცერემონიალი ორ ნაწილად იყო გაყოფილი.

Rating

პირველ ნაწილში სტუმრების გართობაზე "თეატრალურმა კვარტეტმა" და მუსიკალურმა ბენდმა, ხოლო მეორე ნაწილში ყველაზე პოპულარულმა ქართველმა დიჯეიმ ბაჩო სვანიძემ იზრუნა.

Rating
Rating
RatingRatingRatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ილონა
გაიხარეთ, ღმერთმა გამრავლოთ❤️❤️ესეთი ოჯახები უმრავლოს საქართველოს უფალმა
19:31 / 06-11-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS