რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს ჩვენს მობილურ ტელეფონს, მის გამოყენებას მხოლოდ დარეკვისა და ფოტოების გადასაღებად ვაპირებთ, თუ სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლადაც... გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომელთა მიხედვითაც მობილურის შერჩევა გაგიმარტივდებათ.
1. სმარტფონი თუ ღილაკებიანი მობილური?
რაც უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ტექნიკის მოდაც ბრუნავს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, მოტოროლამ
თუმცა, თუკი სოციალური ქსელებით სარგებლობა, ფოტოების გადაღება და ელ–ფოსტის გამოყენება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, აუცილებლად სმარტფონზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი.
2. ოპერაციული სისტემა
განვიხილოთ სამი ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემა
• Android – ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა. გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ძირითადი მინუსი ის აქვს, რომ სისტემა ხშირად ახლდება და დროთა განმავლობაში თქვენი მობილური გარკვეული აპლიკაციების განახლებულ ვერსიებს ვერ გახსნის.
• iOs განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც ეიფლის რამდენიმე პროდუქტს ფლობს. თანაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული აპლიკაციების ნაწილი მხოლოდ iOs –ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
• Windows - სხვა ოპერაციული სისტემებისგან განსხვავებით, უფრო მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩევა. საშუალებას გაძლევთ, ეკრანზე გქონდეთ და გადააადგილოთ გრაფიკები თუ ინფოგრაფიკები. ასე რომ, თუკი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს აქტიურად იყენებთ მობილურს, Windows–ის ოპერაციული სისტემა კარგი არჩევანია.
3. გარეგანი მახასიათებლები
გარეგნულ მახასიათებლებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მობილურს ვყიდულობთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:
• ზომა – ეკრანის ზომა ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე, ანუ დიაგონალურად იზომება. პატარა მობილური თქვენს ჯიბეშიც მარტივად მოთავსდება და, ჩვეულებრივ, უფრო ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა, მაგრამ თუკი მობილურში ფილმებისა და ვიდეოების ყურებას აპირებთ, დიდი ზომის სმარტოფონი უნდა შეარჩიოთ (მინიმუმ, ხუთინჩიანი).
• ფორმა – აქ ორი ძირითადი ტიპი გამოიყოფა. ერთი კუთხეებში მომრგვალებულია, მეორე უფრო მყარ კუთხეს ქმნის. არჩევანი გემოვნების მიხედვით გააკეთეთ.
• ფერი – თეთრი, შავი, ცისფერი, წითელი.. – სმარტფონების ფერების არჩევანი მრავალფეროვანია. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა მოდელს მოეძებნება მისი შესაბამისი ჩასადები („ქეისი“), რომლითაც თქვენს მობილურს გაამრავალფეროვნებთ და დაიცავთ კიდეც.
4. ფასი
მობილურის შერჩევა გაგიმარტივდებათ, თუკი თავიდანვე დათქვამთ ფასის დიაპაზონს. მოიფიქრეთ, მინიმუმ და მაქსიმუმ რამდენის გადახდა გსურთ. გირჩევთ, სანამ უშუალოდ მაღაზიაში წახვალთ, მობილურები საიტებზე დაათვალიეროთ. რა თქმა უნდა, რამდენიმე მაღაზიის შემოვლაც და საიტების დათვალიერებაც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ პირდაპირ price.ge-ის ეწვიეთ, სადაც კონკრეტული მოდელების სხვადასხვა მაღაზიის ფასები დაგხვდებათ.
ფასისა და სასურველი მახასიათებლების მითითების შემდეგ, პროგრამა თქვენთვის სასურველ მოდელებს გაჩვენებთ. თითოეულზე დაკლიკვის შემდეგ კი, ნახავთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენ მიერ შერჩეული მობილური. შედეგად, სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში შეარჩევთ მობილურს.
5. სხვისი გამოცდილება
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოიკითხეთ სხვისი გამოცდილება. უყურეთ unboxing ვიდეოებს, წაიკითხეთ მიმოხილვები თქვენ მიერ შერჩეული მობილურების შესახებ. კითხეთ თქვენს მეგობრებს, როგორ იყენებენ, რა დადებითი და უარყოფითი გამოცდილება აქვთ მობილურებთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას თავს მოუყრით და თქვენთვის ზედგამოჭრილ მობილურს შეარჩევთ, price.ge-ს ეწვიეთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენი შერჩეული მოდელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ.