ბელა ჰადიდისა და სელენა გომეზის ურთიერთობა კვლავ უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია. როგორც იცით, მომღერალმა The Weeknd და ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს. დეკემბრის თვეში კი ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ ზუსტად 2017 წელს აბელმა სელენა გომეზთან დაიწყო ურთიერთობა, რის გამოც სელენამ და ბელამ ერთმანეთთან კონტაქტი შეწყვიტეს, როგორც სოციალური ქსელის საშუალებით ასევე მის გარეთ. რამდენიმე თვეში აბელი სელენასაც დაშორდა, თუმცა, გოგონებს შორის ურთიერთობა მაინც ვერ მოწესრიგდა. 2018 წლის
ზაფხულში ბელა და აბელი ერთმანეთს კვლავ შეურიგდნენ და 2019 წელს ისევ დაშორდნენ ერთმანეთს. რამდენიმე თვის წინ კი, მოდელის დაბადების დღეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელამ აბელისგან შეტყობინება მიიღო და შერიგებას აპირებდნენ, თუმცა, წყვილი ერთად ჯერ არავის დაუფიქსირებია. მას შემდეგ სელენა გომეზმა ყოფილი შეყვარებულის, ჯასტინ ბიბერის შესახებ სიმღერები გამოუშვა, როგორც ჩანს, შემსრულებელს აბელი დაავიწყდა, მის მიმართ გრძნობებიც აღარ გააჩნია, ამიტომაც გადაწყვიტა, ბელა ჰადიდი ინსტაგრამზე კვლავ გამოეწერა.