05 ნოემბერი, 2019
ლევან ხურცია: „როგორ მეზიზღებით პოლიტიკოსებო, ნაცებო და ქოცებო, მეხოტბეებო სკამის და ქვეყნის მტრებო!..“
მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება.

„მე 37 წელის ვარ და ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მჯიჯგვნელები, ცხოვრების ახევას ცდილობენ, გააბითურა სისტემამ ( ებმა)მთავარი ღირებულებები: სიწმინდე, სიმართლე, მეგობრის სიყვარული, ოჯახის სიწმინდე( მაგრამ ვერ გააქრო და ვერც გააქრობთ) !!!

როგორ მეზიზღებით პოლიტიკოსებო, ნაცებო და ქოცებო, მეხოტბეებო სკამის და ქვეყნის მტრებო! ეპატაჟით შეპყრობილებო, მიზნის მისაღწევად ყველაფრის მკადრებლებო!!! უბრალო ხალხის ფსიქიკის დამანგრეველნო, მტრების წისქვილზე ფულის სანაცვლოდ წყლის დამსხმელნო!!! ხალხში სუფთა არაფერი დატოვეთ, გაგვინადგურეთ
ყველაფერი და ბრექით იყურებით ზევიდან. სიბინძურეში სვრით თითო – ოროლა შემორჩენილ სუფთა ადამიანებსაც, პოლიტიკაშიც, ეკლესიაშიც, საზოგადოებაშიც!!თელავთ ყველა სიწმინდეს, ქართველი ქართველის მტრად აქციეთ, ცილისწამება წაახალისეთ, მტყუანი არ დასაჯეთ, მართალი დაჩაგრეთ. ძალაუფლება აზეიმეთ და ყველაზე მთავარი უფალი დაივიწყეთ!!!! ყველამ გულში ჩავიხედოთ და ვინც თავს უფლებას მისცემთ „თქვენი სუფთა ცხოვრებით” აიღეთ ქვა და ესროლეთ საჯაროდ ქართველ ძმას!

გეშინოდეთ საკუთარი თავის, როცა სარკეში იხედებით ცილისმწამებელნო, მოღალატეებო და უპირო ადამიანებო! უფალს ვერ მოერევით და მის ნებას ვერ გადავა ბოროტი. იბოგინეთ სოციალურ ქსელებში თქვენი გამოგონილი ცხოვრებით, თეთრეულის გამზეურებით, სპეტაკი სულებით და ცხოვრების წესით და ბოღმით ძმების მიმართ, მაგრამ უფალს ვერ მოერევით, ვერააა. ღმერთი ერთია და ყველა სარწმუნოება ერთ ღმერთთან მიდის. დამშვიდდით, ხალხო, დამშვიდით და სიყვარული და პატივისცემა გავიხსენოთ, რომელიც ერთია და არ განიხილება არც ერთ სიტუაციაში.

ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, ცუდი ყველგანაა, მაგრამ კარგს ნუ დაივიწყებთ. შეცდომა ყველგანაა, ნუ გადავთელავთ ერთმანეთს.


პ.ს.ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ ბინძური თეთრეული არ უნდა გამოფინო საჯაროდ და შენი ცუდით მტერი არ გაახარო. თუ მართლა სიკეთე გინდა და პირადი ამბიცია არ გამოძრავებს ( როცა ამხელა სიწმინდეს ეხები) ჩუმად ებრძოლე ისეთ ბოროტებას, რომელიც ქვეყანას აზიანებს და ჩვენ, გამწარებულ ხალხს, ნუ აგვიცრუებთ ყველაფერზე გულს, რისიც გვჯერა გვწამს და გვაცოცხლებს… მტყუან-მართალი უფალმა და შესაბამისმა ორგანოებმა განსაჯონ. ხალხი კი ეთიკას ნუ დავივიწყებთ.

მომიტევეთ მეგობრებო ვინც თითზე ჩამოსათვლელი დამრჩით და სახე არ დაკარგეთ 80% ნაძირალასავით. გვფარავდეს უფალი, ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს. წარმატებას გისურვებთ ყველას კარგ და მართალ საქმეში…“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნათია9
აბსოლუტურად გეთანხმები ლევან, მაგრამ მე 80 ლის ქალი რომელიც ჩემი შეუპოვრობით და კერტილშობილებით გამოვირჩეოდი მთელი ცხოვრება ყველაფრის იმედი წამართვა განგებამ. საიდან გაჩნდა ამდენი არაფრის დამდევარი ადამიანი. არავის არ აწუხებს ნამუსი, არავის აღარ აქვს არც კაცობა და აღარც ქალობა. სად დაიკარგა სამშობლოს სიყვარულის გრძნობა, სად ჩაინთქა პატრიოტიზმი და რაღაა ჩვენი მიზანი. ერთი შვილი სამშობლოს სიყვარულმა მომიკლა, აქ აღარ შემიძლიაო მომწერა საზღვარდარეთიდან და მიცვალებულს ჯიბეში ქონდა აქ წამოსასვლელი ბილეთი, მეორე თავითბოლომდე იწურება ბავშვებისთვის სკოლაში, მართალია ძალიან უყვართ ბავშვებს, ისინი უკვე კაცები არიან, მაგრამ მიზანს ვერ ხედავს, კარგია შენ ვერ ხედავ რა უყურადღებოდაა ჩვენი ახალგაზრდობა მიტოვებული. ვინ უნდა ასწავლოთ მათ მამულისთვის თავდადება, სად არიან მაგალითის მიმცემი ხალხი?
21:37 / 20-11-2019
გამოხმაურება / 0 /
qeTo
ყოჩაღ ლევან
16:58 / 06-11-2019
გამოხმაურება / 0 /
ბაბუ
სიყვარუკს ქადაგებ,ღმერთის გწამს და თან გეზუზღება.
10:36 / 06-11-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS