ამჯერად ამ საშიში კამპანიის მსხვერპლი მსახიობი ნიკოლოზ საბაშვილი გახდა. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ჯგუფის ადმინმა საბაშვილის ფოტო გამოაქვეყნა და მას საკმაოდ მძიმე ბრალდება დასდო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"გააზიარეთ, რათა თქვენი შვილიც არ მოხვდეს არაბი კაცების მკლავებში." აღწერაში კი აღნიშნულია, თითქოს ნიკოლოზ საბაშვილი დადის სოციალურად დაუცველ ოჯახებში და
რასაკვირველია, ინფორმაცია მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა თავად რეჟისორისთვის.
„რეიტინგი“ მსახიობს და რეჟისორს დაუკავშირდა.
- დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ჩემს თავს. პირველი ცილისმწამებლური ინფორმაცია ჩემს შესახებ, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა სოციალურ ქსელში. დაწერეს, თითქოს მე ვარ რუსეთის აგენტი და 2008 წელს საიდუმლო ინფორმაციას ვაწვდიდი რუსეთს. გუშინ კი დაწერეს, თითქოს არაბებს ვამარაგებ ბავშვებით. ეს არის გამანადგურებელი ინფორმაცია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. უამრავმა ადამიანმა გააზიარა პოსტი, წყევლიან და აგინებენ ჩემს შვილებს, ოჯახის წევრებს და მე.
- გაქვთ პირადი კონტაქტები ირანელებთან ან დაასაქმეთ ვინმე, თუ საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია?
- რას ლაპარაკობთ?! ირანელი ნაცნობიც არ მყავს. არც არავინ დამისაქმებია სადმე, რა კაფე და რა ბარი. ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი. უბრალოდ საბავშვო თეატრის და სტუდიის ხელმძღვანელი ვარ, უამრავი ბავშვი მყავს გაზრდილი. ახლა ჩემი სახელით შექმნეს ფეისბუქის გვერდი და ჩემს ცოლს წერენ საშინელებებს.
- პოლიციას არ მიმართეთ?
- მივმართე პოლიციას, აღიძრა საქმე და ველოდები, რა შედეგს დადებს გამოძიება.