როგორც ჩანს, ფოტოგრაფ შოთიკო ბოჭორიშვილისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცა, მისი მკერდის ფოტო მაისურზე პრინტის სახით განათავსა, შემდეგ კი ეს იდეა მერსისაც გაუზიარა და საკუთარი მკერდი ამჯერად მერსიმაც ''მოირგო'', უფრო სწორად რომ ვთქვათ -საკუთარმკერდიანი მაისური.
შოთიკოსა და მერსის ამ იდეას ძალიან ბევრი გამოხმაურება
როცა შოთიკოს ვკითხე, ქალის სხეულის კიდევ რომელი ნაწილია მისთვის მიმზიდველი გა-დასაღებად, ასე მიპასუხა: ''მკერდი, წელი, კისერი, ტერფები, ზურგი -ეს ნაწილები მხატვრულად გამოიყურება''.
როგორც შოთიკო ამბობს, თავდაპირველად მაისურებზე ქალის და ასევე მამაკაცის მკერდიც დაიპრინტება. ვნახოთ, თუ დაინტერესდება ქართველი მომხმარებელი სხვისი ''მკერდის'' ჩაცმით. ისე, საინტერესო იდეაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრს შესაძლოა სურს, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ საკუთარი მკერდის დემონსტრირება მოახდინოს.




















