05 ნოემბერი, 2019
"ცხოვრებას თავიდან ვიწყებ" - გიორგი გილიგაშვილის სახლი დაიწვა
მსახიობ გიორგი გილიგაშვილის სახლი სრულად დაიწვა. შემთხვევა დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინწინ მოხდა. მსახიობი სახლში და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობაა. „რეიტინგი“ გიორგი გილიგაშვილს დაუკავშირდა.

- გუშინწინ დაიწვა სახლი, თუმცა, მინდა, ნაკლებმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ. მადლობის მეტი რა მეთქმის ყურადღებისთვის, მაგრამ ისედაც ბევრი ცუდი ამბავია გარშემო და ჩემი ამბით საზოგადოების დამძიმება არ მინდა. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ, სახლსაც ავაშენებთ, ხესაც დავრგავთ და ბევრ შვილებსაც გავაჩენთ. გული
მხოლოდ ჩოხებზე დამწყდა. მთლიანად დამეწვა ჩოხები. ასე რომ, ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.

- მარტო იყავით სახლში ხანძრის დროს?
- ჩემს და-ძმასთან ერთად ვიყავი სახლში. ცეცხლი ისე სწრაფად გავრცელდა, ვერაფერი ვერ მოვახერხე. ოთახში რომ შევედი, ჩემი გულის სივარვარემ უფრო აავარვარა ცეცხლი.

- ახლა ვისთან ცხოვრობთ?
- თბილისი მოსიყვარულე ქალაქია და დღეს, უფლის ნებით, მეგობრებთან გადავნაწილდით. არაფერი გამჭირვებია საოცარი მეგობრების დახმარებით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS