ანუკის ჩვენება ვაკის პარკში შედგა, რასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. დიზაინერმა მოწვეულ სტუმრებს პატარა ნერგები დაურიგა, მოსაწვევს კი დიდი ასოებით ეწერა: "თითოეული მცენარე მნიშვნელოვანია!" ჩანჩქერისა და მწვანე გაზონის ფონზე მოწყობილ ყვითელ პოდიუმზე ორმოცზე მეტი მოდელი გამოვიდა. შოუს ბოლოს გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლების" თანხლებით, ქართველი დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა.
ანუკის მიერ შექმნილი კოლექცია ისევ დახვეწილი და ქალურია. დიზაინერმა ამ კოლექციაშიც
ღონისძიებას ესწრებოდა დიზაინერის მეუღლე, თბილისის მერი - კახა კალაძეც. ჩვენების დაწყებამდე ანუკი კულისებში შვილებმა გაამხნევეს. ისინი ჩვენების ბოლოს პოდიუმზე დედასთან ერთად გამოვიდნენ.
"ვოგის" ფოტოები