„ბრაზილია მომდევნო კვირაში პირველად მოვდივარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მირჩიეთ თუ რამე რეკომენდაცია გაქვთ ჩემი მოგზაურობისთვის“, – წერს ბერა ივანიშვილი ფეისბუქ გვერდზე.
ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ “იესეი”(ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს და იგი ეკოლოგიური კამპანიის (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.
ორგანიზაცია საკუთარ ვებ გვერდზე წერს, რომ 24 წლის მომღერალი და მუსიკოსი, რომელსაც youtube-ზე 110 მილიონზე
მანამდე კი ბერა ივანიშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.