29 ოქტომბერი, 2019
ნათია ლაზაშვილი მივლინებაში ქმართან და მეგობრებთან ერთად იმყოფება (ფოტოები)
"რუსთავი 2"-ის მაყურებელი შეამჩნევდა, რომ "კურიერის" მთავარი წამყვანი, ნათია ლაზაშვილი, რამდენიმე დღეა, ეთერში აღარ გამოჩენილა.

არხის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ლაზაშვილი მივლინებაში იმყოფება და ეთერში 4 ნოემბერს დაბრუნდება.

"რეიტინგმა" ტელეწამყვანის პირად გვერდს გადაავლო თვალი, ის ამერიკაში, ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება და დროს შესანიშნავად ატარებს.

Rating
Rating

აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივ მივლინებაში მყოფ ტელეწამყვანს, აშშ-ში თან ახლავს მეგობრები და ქმარი. ამერიკაში იმყოფება ჟურნალისტი ეკა ბერიძეც მეუღლესთან ერთად. 

ეს ფაქტი კი, უფრო მეტად ამყარებს ჭორებს იმის შესახებ, რომ ტელეწამყვანმა "კურიერი"
დატოვა და ამის მიზეზი არხის დაბალი რეიტინგი გახდა. თუმცა, 18 ოქტომბერს, როცა ნათია ლაზაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა თავადაც განაცხადა, რომ ეთერში 4 ნოემბერს დაბრუნდებოდა. 

RatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS