01 აპრილი, 2014
''ექსკლუზივი'' - ''ერთი-ერთშის'' ჟიურიში ზაზა კოლელიშვილი იქნება
რატომ მივცე ეს მსახიობი და რეჟისორი სხვას, როცა შეიძლება, რომ ჩემს დიდ პროექტში იჯდეს 16 აპრილს ''ჯიდიესის'' ეთერში ''ერთი-ერთშის'' მეორე სეზონი იწყება. შოუს პროდიუსერები ბევრ სიახლეს და საინტერესო სანახაობას გვპირდებიან. მათ პროექტის ჟიურის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად ჩვენს საიტს გაუმხილეს.

გვანცა კილასონია (პროექტის მუსიკალური პროდიუსერი):

- საპროდიუსერო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ქორეოგრაფი ზაკ რისი აუცილებლად დარჩება ჟიურიში. დანარჩენი ჟიურის წევრები შევცვალეთ და ამიერიდან იქნება სამი ძირითადი მოქმედი ჟიური და მეოთხე იქნება
მოწვეული.
ელენე კოლელიშვილი (აღმასრულებელი პროდიუსერი):
- მოწვეული სტუმარი შეიძლება იყოს მომღერალიც, მსახიობიც, ტელეწამყვანიც და პოლიტიკურად აქტიური ადამიანიც.
- გვეყოლება ახალი ვოკალის პედაგოგი, სისი სამი რომლის სივი ინტერნეტში რომ ვნახე, ჯერ ცოტა დავიბენი. ამ დონის ვოკალის პედაგოგთან ურთიერთობას მიჩვეული არ ვარ და დარწმუნებული ვარ, საქართველოში არც ერთი პროდიუსერი განებივრებული არაა, ასეთი დონის პედაგოგთან ჰქონდეს ურთიერთობა. სისი გასული წლის ბრიტანული ''ვოისის'' და ''იქს ფაქტორის'' მუსიკის პედაგოგია.
ელენე:
- სისი სამის ნამუშევარი აქვს ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან და ხმის ჩამწერ კომპანიებთან. საქართველოში არც ერთ მუსიკალურ პროექტს ამ დონის ვოკალის პედაგოგი არ ჰყოლია. რომ ჩამოვიდა, მასთან გამიჩნდა აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა, თუ რატომ დაგვთანხმდა, რადგან ძირითადად არის ლოს ანჟელესსა და ლონდონს შორის, მაგრამ მასში სხვანაირ ინტერესს იწვევს საქართველო. ყოველთვის თანხმდება მსგვავს გამოწვევებს. აღფრთოვანებულია და ძალიან მოსწონს პროექტი.
გვანცა:
- ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, ყველასთვის საყვარელი, ელენეს მოგვარე ზაზა კოლელიშვილი (იღიმის). მჯერა, ბატონი ზაზას სამსახიობო და სარეჟისორო გამოცდილება და იუმორი, მოუხდება შოუს. ''ერთი-ერთში'' არის გარდასახვის შოუ და ჟიურიში დიდი არტისტი უნდა მჯდარიყო.
ელენე:
- ყველა იცნობს მას როგორც მსახიობს და რეჟისორს და ახლა ვნახავთ, როგორი ჯიურის წევრი იქნება.
- აქვს მამას ვოკალური მონაცემები?
- მამას აქვს კარგი სმენა, თუმცა თვითონ ამბობს, ვერ ვმღერიო. და რაც მთვარია, მამას აქვს კარგი გემოვნება.
გვანცა:
- ამის დამტკიცების საშუალებას ბატონი ზაზა და ჟიურის დანარჩენი წევრები პირველივე ლაივზე მოგვცემენ. ჟიურის წევრებს თავიანთი წარმოდგენა ექნება და ვფიქრობ, ბატონი ზაზას ვოკალური შესაძლებლობები გამოაშკარავდება. ასე რომ სიურპრიზი გელოდებათ, პირველივე ლაივზე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
- ზაზა კოლელიშვილი ჟიურის წევრობასთან დაკავშირებით ბევრი უარყოფითი კომენტარი გაჩნდება.
ელენე:

- ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე. წინააღმდეგი ვიყავი, რომ მამა ჟიურის წევრი ყოფილიყო, თუმცა მე ტელევიზიაში ვმუშაობ და ის რომ მამაჩემი არის მსახიობი და რეჟისორი, რომელსაც ხალხი იცნობს, მაგას ვერსად გავექცევი. რატომ მივცე ეს მსახიობი და რეჟისორი სხვას, როცა შეიძლება, რომ ჩემს დიდ პროექტში იჯდეს? ვიცი, რომ მისი პროექტში ყოფნა მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ამ შემთხვევაში თავს არც ერთ შეკითხვას არ ავარიდებ.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS