ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი "ფარული კონვერტის" სტუმარი იყო, სადაც მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღიად ისაუბრა.
მარიამის გადაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"ვერ გავიგე, ოღონდ მართლა, იმიტომ , რომ თავი გაიპიარო თუ წარმოაჩინო თუ რა ვიცი რა ჰქვია ამ “ პროვინციალიზმს”, შეიძლება ადამიანმა ღია ეთერში ძმის ფსიქიკურ აშლილობაზე ილაპარაკო? მითუმეტეს, რომ დანამდვილებით, თურმე ადამიანი ავადაა მრავალი წელია, რა ვიცი აბა ...ვეღარაფერი გავიგე , ავადმყოფის- ადამიანის უფლებების შესახებ
, მაინც არ გაუგია “ ადვოკატს??!!( წამყვანს არ ეხება , ეს სტატუსი, რადგან წამყვანის ვალდებულებაა ლუსტრაცია მოახდინოს რესპოდენტის და თან ობიექტურობა მოითხოვს ითქვას,რომ საკმაოდ კორექტული იყო წამყვანი), ხოლო რესპოდენტს რაც შეეხება-გეკითხებიან და შენ ყოველთვის შეგიძლია უპასუხო, რომ ამ თემაზე არ საუბრობ, არავინ დაგაძალებს ხომ ასეა??? თუ მოძალადეა ძმა , ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ ფსიქიკური ავადმყოფების უფლებები არსებობს და ვფიქრობ უნდა ახსოვდეს ბავშვობაში “ ტრამვირებულ ადვოკატს”! რომელსაც საკუთარი ტრამვები , როგორც ჩანს მტკივნეულად ახსოვს ( და ეს ბუნებრივია, რომ ახსოვს)კარგი იქნება თუ სხვა “ ადამიანების” ტრამვებიც გაახსენდება- ადვოკაცია - ადამიანის დაცვა- სხვა ადამიანების უფლებების დარღვევით არ უნდა მიმდინარეობდეს- მაშინ ხარ კარგი ადვოკატი და საერთოდ - ადვოკატი", - წერს ჩარკვიანი.