სამივე საიტზე გადასვლისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება, წარწერით - "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).
ამ დროისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდი უკვე გათიშულია, ხოლო სასამართლოების საიტებზე კვლავ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს.