მოდელი რამდენიმე დღის წინ, პრაღაში გაემგზავრა, სადაც ქართულ-ჩეხური ბრენდის "ბატიკას" სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
აშკარაა, რომ მოდელი "ბატიკას" სახე ახლა უკვე ჩეხეთში გახდა. "რეიტინგი" ბრენდის წარმომადგენელს მარი შენგელიას დაუკავშირდა.
- ჩვენი ბრენდი ერთდროულად მუშაობს როგორც საქართველოში, ასევე, ჩეხეთში, ჩვენ ინდივიდუალურად ვთანამშრომლობთ ყველა ადამიანთან და მაღალ ხარისხთან ერთად სწორედ ესაა ბრენდის უპირატესობა.
ბრენდი საქართველოში დაარსდა თავდაპირველად, ამიტომ გადავწყვიტეთ თამო აგვერჩია სახედ
გადაღებები რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა და ფოტოებს ქართველი საზოგადოებისთვის ექსკლუზიურად "რეიტინგს" ვაწვდით.