26 აგვისტო, 2019
თამო ვაშალომიძე ჩეხეთში წარმატებული ბრენდის სახე გახდა
ცნობილი ქართველი მოდელი თამო ვაშალომიძე ზაფხულშიც აქტიური საქმიანობით არის დაკავებული და სხვადასხვა ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას. 

მოდელი რამდენიმე დღის წინ, პრაღაში გაემგზავრა, სადაც ქართულ-ჩეხური ბრენდის "ბატიკას" სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 

აშკარაა, რომ მოდელი "ბატიკას" სახე ახლა უკვე ჩეხეთში გახდა. "რეიტინგი" ბრენდის წარმომადგენელს მარი შენგელიას დაუკავშირდა. 

- ჩვენი ბრენდი ერთდროულად მუშაობს როგორც საქართველოში, ასევე, ჩეხეთში, ჩვენ ინდივიდუალურად ვთანამშრომლობთ ყველა ადამიანთან და მაღალ ხარისხთან ერთად სწორედ ესაა ბრენდის უპირატესობა. 

ბრენდი საქართველოში დაარსდა თავდაპირველად, ამიტომ გადავწყვიტეთ თამო აგვერჩია სახედ
ჩეხეთში, რადგან ის ცნობილი ქართველი მოდელია. 

გადაღებები რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა და ფოტოებს ქართველი საზოგადოებისთვის ექსკლუზიურად "რეიტინგს" ვაწვდით. 

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS