"ღია წერილი ანიტა რაჭველიშვილს
ქალბატონო ანიტა,
თქვენთვის უფალმა არაჩვეულებრივი ხმა და სმენა გამოიმეტა.
მაგრამ არსებობს უფრო დიდი რამ, რასაც ილიამ „ხმა გულისა" უწოდა.
რა თქმა უნდა, გეხსომებათ: „თურმე ჩემს გულში ნაზი ბულბული სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული"...
ეს ლექსი ილიას მაინცდამაინც ოლღა გურამიშვილისთვის არ მიუძღვნია, ზოგადად, სიყვარულის ნიჭზე მიგვანიშნა.
როგორ შეგეძლოთ, დაგეწერათ ეს სიტყვები: „ნაძირალა, კრეტინო?!"
და ვის მიმართავთ?!
ბერა ივანიშვილს?!
რატომ მიმართავთ?!
იმიტომ, რომ ამაზონის გადამწვარი ჯუნგლების ასაღორძინებლად
და ამის გამო არის ნაძირალა და კრეტინი?!
არასოდეს მწამდა დარვინი, ახლა კი უკუღმა შევატრიალე მისი თეორია: წარმოვიდგინე მაიმუნი, რომელიც ხანძრიდან ვერგამოღწეულ დანახშირებულ შვილებს დასტირის და დავასკვენი, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა: ადამიანისგან წარმოიქმნა მაიმუნი.
***
ბერა ივანიშვილი ერთმა კარგმა პოეტმა იადონს შეადარა.
ქალბატონო ანიტა, თქვენც რომელსამე მგალობელს შეგადარებდით, ასე ყვავივით რომ არ დაგეჩხავლათ.
რას ვიზამთ, არჩევანის უფლებას ხომ ვერ წაგართმევთ?!
მაშინ ხომ თქვენგან ვერშელეულ კუმირს დავემსგავსებით, ვის ხელმესამედ გაპრეზიდენტებასაც ამაოდ ელოდებით.
ისღა დაგვჩენია, მხოლოდ თანაგიგრძნოთ...", - წერს ჭუმბურიძე.