"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - ასე გამოეხმაურა ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი სოპრანოს პოზიციას, რომელმაც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად მილიონის გადარიცხვაზე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
"ვაი, შე საცოდავო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო. ამაზონის ტყე არსად გაგექცეს. ნაძირალა, კრეტინი" , - წერს რაჭველიშვილი უმცროსი ივანიშვილის ქველმოქმედებაზე.
კომენტარის სქრინი, სადაც სასულიერო პირი სოპრანოს ყელის კიბოს
კომენტარის გავრცელების შემდეგ არქიმანდრიტს პირად გვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. თუმცა, თავად კომენტარის მსგავსი ფორმულირება წყევლად არ განიხილა და სხვა პოსტის კომენტარებში დაწერა:
„რაჭველიშვილი არ დამიწყევლია! უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას, მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს. მორჩეს ისტერიას… არც მისურვებია, უშველის-თქო! კარგად სიმღერა სულაც არ ნიშნავს მის კარგ ადამიანობას. ეთქვა, გამიხარდა ბერას ეს ქველმოქმედებაო და კიდევ უფრო გამიხარდებოდა საქართველოს მიმართო", - წერს სასულიერო პირი.