23 ოქტომბერი, 2019
"ფატალურ შედეგს გადავრჩი , თუმცა..." - სოფო ტოროშელიძის შვილი და ქმარი საავადმყოფოში მოხვდნენ
ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი სოფო ტოროშელიძე, სოციალურ ქსელში, პოსტს ავრცელებს. როგორც სოფო წერს, მისი ქმარ-შვილი და მეგობრები ერთ-ერთ რესტორანში მოიწამლნენ, რის შემდეგაც კლინიკაში მოათავსეს.

"გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია. რამოდენიმე დღის წინ რესტორან ჩემო კარგოს ქარხანა - Chemo Kargo's Factory”-ში , რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი .

მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში , საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი , თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს.

კუჭ-ნაწლავში აღმოჩნ
და სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - წერს ტოროშელიძე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS