23 ოქტომბერი, 2019
"როგორ მიყვარდა ეს ქალი..." - დალი ჩიტალაძე ბატონყმობის სკანდალში გაეხვა
ცნობილი ქართველი მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე, თავისი კულინარიული ნიჭით, თბილისში სახელგანთქმული მანდილოსანია.

როგორც ჩანს, ჩიტალაძემ გადაწყვიტა მისი ნიჭის პოპულარიზაცია მეტად მოახდინოს და "მასტერშეფში" მონაწილეობა გადაწყვიტა, სადაც მან თევზის სალათი მოამზადა.

დალი ჩიტალაძის ვიდეო გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გუშინ ღამით დაიდო და უკვე ათიათასობით ადამიანმა ნახა.

ცნობილ კრიტიკოსს შეფმზარეულებმა კერძი დიდად არ მოუწონეს, თუმცა, პროექტის შემდეგ ტურში მაინც გადაიყვანეს.

დალი ჩიტალაძე "მასტერშეფის" კასტინგზე მეგობრებთან და ასისტენტთან, გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მივიდა.

საზოგადოების გაღიზიანება, სწორედ მისი და ასისტენტის ურთიერთობას მოჰყვა.

"რომელი სჯობს ამის ასისტენტობა თუ ორ ნაბიჯში კონსულტანტობა", "როგორ მიყვარდა ეს ქალი და როგორ შემაცვლევინა აზრი, მისმა ბატონყმურმა დამოკიდებულებამ გიორგისთან მიმართებაში, მთელი სეზონი ასე უნდა ადინოს ოფლი ამ ბავშვს?", "ცოტა ასისტენტზე აქცენტი ზედმეტად იქედნური იყო, ეს ტონი არსად არ არის ლამაზი, მითუმეტეს დღევანდელ სამყაროში. ( ეს რა იყო, რომელი საუკუნეა) ამის გარეშეც შეიძლებოდა", "გიორგის ბამბის პლანტაციებში მათხოვებ?", "ბატონყმობა გადავარდაო", "რა ბოროტი კომენტარებია რა გჭირთ ხალხო? ძალიან დადებითი და ხალისიანი ქალია. უხდება ეს კეკლუცობაც და მეტიჩრობაც. მე ვისურვებდი რომ დიდხანს ვუყურო ამ შოუში და დანარჩენს მისი ნიჭი გადაწყვიტავს...." - წერენ კომენტარებში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS