გადაცემა „სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად“ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ ადამიანებმა საკუთარი თავის დამარცხება უნდა ისწავლონ.
„პაუზა რომ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, ცოტნეს დაბრუნება ასეთი საინტერესო არ იქნებოდა, სერიალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და მეც მათ გვერდით ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი პოზიტიური მცდელობები შევმატო. ბევრი ცდუნებებია გარშემო, ხვალ რომ წარმატებული გადაღება იყოს, მნიშვნელოვანია ტექსტთან გაატარო დრო და წინა დღეს არ დალიო თუნდაც.
საკუთარი თავის დამარცხება უნდა ისწავლო და ალბათ ეს ის თვისებაა, რაც ყველაზე მეტად
მიშლის ხელს ჩემს პროფესიაში, ის საქმე, რაც მე ავარჩიე, ყოველთვის დისკომფორტს მოითხოვს. რაღაც წარმატებას რომ მიაღწიო ადამიანმა, აუცილებელია შენი კომფორტის ზონა დატოვო და ამ ზონიდან გამოხვიდე. რამდენჯერაც ეგრე არ ვქენი, იმდენჯერ კისერი წავიმტვრიე და შედეგიც ვერ დავდე, რასაც ჩემი თავიდან მოვითხოვ. აქედან გამომდინარე, ვისწავლე, რომ თუ გინდა რამე შექმნა, შენ თავთან ომები უნდა მოიგო“, - ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.