"რეიტინგი" მომღერალს ისრაელში დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია, რატომ გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო.
ზურა დოიჯაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოშიც აწუხებდა, ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, ის გულის შეტევით საავადმყოფოში ადრეც იყო მოთავსებული.
როცა კლინიკიდან გაწერეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, სამუშაოდ ისრაელში წავიდა.
დოიჯაშვილმა ისრაელში მოქალაქეობა
- საავადმყოფოში ვარ, ძალიან სუსტად ვარ.
- ისევ გულის პრობლემები შეგექმნათ?
- ექიმები ვარაუდობენ, რომ ფილტვების ანთება მაქვს, სხვა არაფერი. ხვალ გადამიღებენ ტომოგრაფიას და გამოჩნდება ყველაფერი - რა მჭირს.
- სამსახურში გახდით ცუდად?
- არა, ძალიან გავხდი. სამ თვეში 28 კილოგრამი დავიკელი. კიდევ კარგი, ექიმებს რომ მოვაკითხე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
"რეიტინგი" მომღერალს გამოჯანმრთელებას უსურვებს.