საბა კემულარიას და კესო გაფრინდაშვილს პირველი შვილი შეეძინათ
მომღერალი საბა კემულარია და კესო გაფრინდაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ.
წყვილს ვაჟიშვილი შეეძინა. მას ნიკოლოზი დაარქვეს. ნიკოლოზ კემულარია "იმედის კლინიკაში" დაიბადა. როგორც წყვილის მეგობარმა გვითხრა, ახალგაზრდა დედა გინეკოლოგმა ბუბა კობეშავიძემ ამშობიარა.
"რეიტინგი" კესოს და საბას ულოცავს პატარა ვაჟის დაბადებას.