ის ერთი თვის წინ, საცხოვრებლად და სამუშაოდ პარიზში გადავიდა, სადაც საკუთარ საქმიანობას წარმატებით აგრძელებს.
ქეთიმ ინსტაგრამზე მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„რეიტინგი“ დიზაინერს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია, რა მიზნით შედგა მისი და პოპულარული ვარსკვლავის შეხვედრა.
- მონიკა ბელუჩის გუშინ შევხვდი,
- როგორი ადამიანია, რაზე ისაუბრეთ?
- საოცარი ადამიანია, ტკბილი ადამიანი. უშუალო, თავაზიანი, კომფორტული. დილის 9 საათიდან, საღამოს 9 საათამდე ვმუშაობდით ერთად და ერთხელაც არ დაუწუწუნია, პირიქით, საოცრად მოწიწებული იყო. რაც შეეხება იმას, რაზე ვისაუბრეთ, ყველა წუთი გაწერილი იყო და სამწუხაროდ, ლაპარაკის საშუალება არ გვქონდა, უბრალოდ გავიცანით ერთმანეთი და ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ.
- ქეთი, ცნობილია, რომ სამუშაოდ საფრანგეთში გადახვედით, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- საფრანგეთში ჩემმა შვილმა ჩააბარა და მასთან ერთად მეც წამოვედი პარიზში. აქ ჩვენებები მანამდეც მქონდა, ჩემი შოურუმი გავაკეთე, ბაიერები მოვიწვიე, შეკვეთებიც მივიღე და იანვრის ბოლოს დიდი ჩვენებისთვის ვემზადები.
- როგორც პირად დიზაინერს, სალომე ზურაბიშვილი დაგეხმარათ საფრანგეთში გარკვეული კონტაქტების მოძიებაში?
- მე არ ვარ სალომე ზურაბიშვილის პირადი დიზაინერი, ის ჩემს გარდა არაერთ ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობს. რაც შეეხება დახმარებას, მისთვის არანაირი დახმარება არ მითხოვია, ჩემით ვაკეთებ ყველაფერს.