გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, ხოლო საჯაროდ ერთად ერთი წლის წინ ერევანში, "Comedy Woman"-ის ფესტივალზე გამოჩნდნენ.
თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, ისინი ბათუმში ცხოვრობენ და უფრო მეტიც, საერთო შვილის მოლოდინში არიან. ჭორები ეპრიკიანის ორსულობის შესახებ იმ ფოტომ გააჩინა, რომელიც მისმა მეგობარმა ეკატერინა ვარნავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ ფოტოზე მას მოზრდილი მუცელი
როგორც ჩანს, გრძნობებს აღარც თავად ნატალია ეპრიკიანი მალავს, რადგან ინსტაგრამის პირად გვერდზე კახაბერთან გადაღებული არაერთი ფოტო უდევს. სოციალური ქსელის გამომწერების ნაწილი წერს, რომ ისინი მამა-შვილს ჰგვანან, თუმცა, ნაწილი კახაბერის მუსიკითა და გარეგნობით მოხიბლულია.
ნატალია ეპრიკიანი 1978 წელს თბილისელი სომხების ოჯახში დაიბადა. ის ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა, 14 წლის ასაკში საქართველოს დატოვება მოუხდა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა გაგრძელება