14 ოქტომბერი, 2019
რატომ დატოვა ლიკა ევგენიძემ "რუსთავი 2"?
ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ახალი სატელევიზიო სეზონიდან "რუსთავი 2"-დან წავიდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ლიკა ევგენიძე ნინო შუბლაძის პოსტის მოწონების გამო, არხის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მკაცრად გააკრიტიკა, მას სამარცხვინო უწოდა.

შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ ის გვარამიას "მთავარ არხზე" არ გაჰყვებოდა, თუმცა, ყველა ელოდა, რომ ახალი სეზონიდან ის "სხვა შუადღეში" და "რუსთავი 2"-ზე ისევ დარჩებოდა.

გაირკვა, რომ ტელეწამყვანმა "რუსთავი 2"-იც დატოვა და სამუშაოდ "პირველ არხზე" გადავიდა.

მას შუადღის გადაცემაში "ლიკას ამბები" მიჰყავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება,
ამის გასარკვევად, "რეიტინგი" ევგენიძეს დაუკავშირდა.

- ლიკა, რატომ დატოვეთ "რუსთავი 2" და რატომ გადახვედით სამუშაოდ "პირველ არხზე"?

- უკეთესი შემოთავაზება მივიღე "პირველი არხიდან" და ამიტომ გადავედი სამუშაოდ სხვა არხზე. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.

შეგახსენებთ, ლიკა ევგენიძის მამა, მუსიკოსი დათო ევგენიძე "პირველი არხის" მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელია, იმოქმედა თუ არა მისმა ფაქტორმა შვილის დასაქმებაზე, უცნობია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS