11 ოქტომბერი, 2019
ფინანსური მომსახურებების გადახდა ონლაინ
ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა სხვადასხვა გადასახადით, მათ შორის კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფინანსურ ვალდებულებებს, იქნება ეს სხვადასხვა საბაკო სესხი, განვადება, მიკროსაფინანსოს სესხი თუ ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზღვევის ყოველთვიური გადასახადი. იმისათვის, რომ მოცემული გადასახადები დროულად, კომფორტულად, გრძელ რიგში დგომის გარეშე დავფაროთ, საუკეთესო გზა ონლაინ გადახდებია. თიბისი ფეი გთავაზობთ ონლაინ გადახდების სწრაფ, მარტივ და რაც მთავარია, უსაფრთხო პლატფორმას, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველგან, სადაც ინტერნეტია, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს 24/7-ზე.
თიბისი ფეის ვებგვერდზე 1000-მდე სერვისია წარმოდგენილი და გარდა
სხვა საჭირო გადასახადებისა, კატეგორიაში: ბანკები, დაზღვევა, მიკროსაფინანსო ან სულაც ძებნის ღილაკის გამოყენებით, წამებში შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი კომპანია ან მომსახურება.

როგორ გადავიხადო TBC Pay-დან?
თიბისი ფეიდან გადახდა რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია, თანაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ნებისმიერი ქართული საბანკო ბარათით და შეასრულოთ გადახდა მარტივად, მხოლოდ პირადი ინფორმაციის, მაგალითად, პირადი ნომრის ან სესხის ნომრის გამოყენებით, ბოლო ეტაპზე კი, მიუთითებთ ბარათის მონაცემებს. ასევე, შეგიძლიათ ერთზე მეტი სერვისი ერთად კალათიდან გადაიხადოთ. არ აქვს მნიშვნელობა გადახდა გსურთ, თუ უბრალოდ დავალიანებას ამოწმებთ, TBC Pay-ზე ყველა იმ საჭირო მომსახურებას მიიღებთ, რაც გჭირდებათ.

რეგისტრაციის უპირატესობები თიბისი ფეიზე
TBC Pay-ზე რეგისტრაციას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება, შედეგად კი თქვენ უფრო მეტი უპირატესობით ისარგებლებთ, ვიდრე არარეგისტრირებული მომხმარებელი. ეს უპირატესობებია:
გადახდების ისტორიისა და დანახარჯების კონტროლი პირადი კაბინეტიდან;
გადახდის შაბლონების შექმნა და სერვისის მონაცემების დამახსოვრება ყოველ ჯერზე მითითების გარეშე;
ნებისმიერი ქართული საბანკო ბარათის მიბმის შესაძლებლობა;
საჭირო გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ამობეჭდვა;
დავალიანების შესახებ SMS შეტყობინების მიღება

გარდა ამ უპირატესობებისა, ვებგვერდზე როგორც რეგისტრირებულმა მომხმარებელმა შეგიძლიათ ავტომატური გადახდების ფუნქციითაც ისარგებლოთ. რადგან გადასახადების დაფარვას თავისი განსაზღვრული დრო აქვს, ხოლო იმისათვის, რომ ბანკის ან მიკროსაფინანსოს სესხი, განვადების გადასახადი ან სადაზღვევო პრემია დროულად დაფაროთ, ავტომატური გადახდების ფუნქცია საქმეს გაგიმარტივებთ და თქვენი მხოლოდ ერთჯერადი დასტურის შემდეგ, სისტემა თავად განახორციელებს გადახდას.
და ბოლოს, თიბისი ფეი გთავაზობთ ელექტრონულ საფულეს, რომლის ბალანსის შევსება შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ბარათის საშუალებით, ისე აპარატებიდან ნაღდი ფულით საკომისიოს გარეშე. შემდეგ კი ელ. საფულის ბალანსიდან ონლაინ გადახდების განხორციელებას შეძლებთ ბარათის საკომისიოს გარეშე.

(R)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS