30 მარტი, 2014
„ქართველებს ფული არ ენანებათ გართობასა და ჩაცმაში“
თუ ვერიკო და ნინო ძოწენიძე იმ ხელოვნებას შექმნიან, რომელიც თავად უნდათ, დამერწმუნეთ, ყველა თინეიჯერი მათ მოუსმენს 28 მარტს კლუბი „ლაუნჯის“ გაიხსნა. სადაც ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყველას ყურადღება მიიქცია 13 წლის დრამერმა გიორგი კაპანაძემ, რომელიც ყველამ „ნიჭიერიდან“ გავიცანით. გიორგი ჯგუფ „თბილისისთან“ ერთად უკრავდა. გიორგის რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ასე გვიან კლუბში დაკვრა შენთვის რთული არაა?
- ვუკრავ ხოლმე კლუბში გვიანობამდე. ეს ჩემთვის რთული საერთოდ არაა. ამ ბენდის პიანისტთან ვმეგობრობ და შემომთავაზა დღეს დაკვრა და
მეც სიამოვნებით დავთანხმდი.
- როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება გვიანობამდე მუშაობა?
- არ გამიჭირდება, მაგრამ ასეთი რაღაცები არ მომწონს. მალე ამირაკაში უნდა წავიდე და უნდა ვისწავლო მუსიკალურ სკოლაში. ბექა გოჩიაშვილის მსგავსად გავაგრძელებ სწავლას ამერიკაში. ბექა ჩემი მეგობარია.

კლუბში იყვნენ განუყრელი მეგობრები ვერიკო ტურაშვილი და ნინო ძოწენიძე.

- კლუბური გართობა მოგწონთ?
ვერიკო:

- გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მიწევს კლუბებში სიმღერა, არ მიწევს სპეციალურად სადმე წასვლის დაგეგმვა. მერე მეგობრები იმავე კლუბში ვრჩებით და ვერთობით.
ნინო:
- ხშირად არ დავდივარ, მაგრამ კლუბებში გართობა მომწონს. გააჩნია, რა მუსიკა უკრავენ.
- ვერიკო, რომ არ მუშაობდე კლუბებში, მაშინ როგორ გართობას მიანიჭებდი უპირატესობას?
- მაშინ ალბათ უფრო მეტად მომიწევდა იმაზე ფიქრი, თუ სად გავერთო.
- ზოგიერთის აზრით, რომ თბილისში კლუბური გართობის დეფიციტია.
- მე იგივეს ვერ ვიტყოდი. შარდენზე ყოველ ორ მეტრშია კლუბი.
- ამბობენ, ამ კლუბებში გართობა ძვირი სიამოვნებააო.
ნინო:

- ვფიქრობ, რომ თბილისში მაინც ახერხებენ გართობას. ქართველებს ფული არ ენანებათ გართობასა და ჩაცმაში. ამ შემთხვევაში შეუძლიათ, მთელი ფული დახარჯონ.
- თქვენ დახარჯავდით უკანასკნელ ფულს იმაში, რომ კარგად გაერთოთ?
ვერიკო:

- დავხარჯავ და დამიხარჯავს კიდეც. ხშირად ჩინურ სამზარეულოში ჩვენი ბოლო კაპიკები დაგვიხარჯავს.
ნინო:
- ტანსაცმელში ფულის დახარჯვას, მირჩევნია, განწყობის შესაქმნელად დავხარჯო. შოპინგომანია არ მჭირს.

პოეტი ნანა ცინცაძე:
- თქვენ კლუბურ საღამოებზე ხშირად ხართ. მეგობრები თინეიჯერს გეძახიან. აშკარაა, რომ კლუბური გართობა ძალიან მოგწონთ.
- კლუბებში ყველაფერი მომწონს-მეთქი, რომ გითხრათ, არ ვიქნები მართალი. კლუბებში ხშირად იმიტომ დავდივარ, რომ მაინტერესებს რა ხდება შოუ ბიზნესში და რა არის სიახლე. გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ ის რაც კეთდებოდა, რამდენიმე წლის წინ, ისიც აღარ კეთდება. მე მიწევს სიარული ლიტერატურულ საღამოებზეც. მოგეხსენებათ, არ ვეკუთვნი მარტო სასიმღერო პოეზიას. მინდა, რომ საქართველოში ღირებული და კარგი საღამოები იმართებოდეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ თინეიჯერები. ისეთი რაღაცები უნდა მივაწოდოთ თინეიჯერებს, რომ ისინი აეწყონ გემოვნებიან მუსიკაზე, პოეზიაზე და მხატვრობაზე. თუ ვერიკო და ნინო ძოწენიძე იმ ხელოვნებას შექმნიან, რომელიც თავად უნდათ, დამერწმუნეთ, ყველა თინეიჯერი მათ მოუსმენს.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS