08 ოქტომბერი, 2019
ბაგრატიონები არ ნებდებიან - მეფე და დედოფალი ძველ მანქანებს ისევ ვერ იყოფენ
სამეფო ოჯახი ქონებას ისევ ვერ იყოფს. Porsche cayenne-სა და Mercedes-Benz GL-ის შემდეგ, ამჯერად სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი BMW X5-ია. ეს ავტომობილი პირველმა ინსტანციამ საკუთრებაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვა, თუმცა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს მიაჩნია, რომ სამივე ავტომობილი უნდა გაიყონ.

აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს გადაიდო, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა, თუმცა, ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ამას ოჯახის წევრები. რაც შეეხება იმ მიმართულებით დავას, თუ რომელი „უფრო ბაგრატიონია“, ამ თემაზე ისტორიკოსები სასამართლოს აკრიტიკებენ და განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა
სწორედ სასამართლოს ჰქონდა, თუმცა, მან ეს თავიდან აირიდა.

მხარეებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო. სასამართლომ მაისში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS